მეთიუ მაკკონაჰი

როგორ დავამზადოთ პირბადე - მეთიუ მაკკონაჰის ვიდეოგაკვეთილი

ABC News

ამერიკელმა მსახიობმა მეთიუ მაკკონაჰიმ სახლის პირობებში პირბადის დამზადების ვიდეოგაკვეთილი ჩაწერა.

ვიდეოს დასაწყისში მან ხეზე ახალი კორონავირუსის პოსტერი დაამაგრა, რომელზეც "იძებნება კორონავირუსი, ცოცხალი ან მკვდარი" წერია.

თვითიზოლაციაში ყოფნის პერიოდში მაკკონაჰი სხვადასხვა დისტანციური აქტივობებით არის დაკავებული. გასულ კვირას მან ტეხასის მოხუცებულთა თავშესაფრის მაცხოვრებლებთან ონლაინ რეჟიმში ბინგო ითამაშა.

 

კომენტარები