ჩინეთი: WHO-ს თქმით, ვირუსის ლაბორატორიაში შექმნის მტკიცებულება არ არსებობს

16 აპრილს ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო სპიკერმა ჭაო ლიძიენმა განაცხადა, რომ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის თქმით, არ არსებობს მტკიცებულება, რომ კორონავირუსი ლაბორატორიაში იყო შექმნილი. 

"ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ოფიციალურმა პირებმა ეს არაერთხელ განაცხადეს," - თქვა ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა.

თებერვალში კომუნისტური ჩინეთის სახელმწიფო დაქვემდებარებაში მყოფი, ვუხანის ვირუსოლოგიის ინსტიტუტმა უარყო, ვირუსის ხელოვნურად შექმნა ან ვირუსის გაჟონვა. 

15 აპრილს აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ მისი მთავრობა ცდილობს გაიგოს, კორონავირუსის წარმოშობა ვუხანის ლაბორატორიასთან კავშირში იყო თუ არა. ამავდროულად, აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა მაიკ პომპეომ პეკინს მოუწოდა, რომ არაფერი  დაემალა.

ტრამპის პრესკონფერენციის შემდეგ, მაიკ პომპეომ განაცხადა, რომ მათ იცოდნენ, ეს ვირუსი ჩინეთის ქალაქ ვუხანში წარმოიშვა და ვირუსოლოგიის ინსტიტუტი ე.წ. სველი ბაზრიდან რამდენიმე მილის მოშორებით მდებარეობდა.

აღსანიშნავია, რომ აშშ ჩინეთს ვირუსზე ინფორმაციის დამალვაში და სტატისტიკის გაყალბებაში ადანაშაულებს.

ახალი კორონავირუსი, იგივე ვუხანის ვირუსი ცენტრალური ჩინეთის ხუბეის პროვინციის ქალაქ ვუხანში 2019 წლის ნოემბერში ან დეკემბრის დასაწყისში უკვე გავრცელებული იყო. ჩინეთი ახალ ვირუსზე ინფორმაციას თვეზე მეტი ხნის განმავლობაში მალავდა და ახშობდა. მეცნიერები ვარაუდობენ, რომ SARS-CoV-2, ვირუსი, რომელიც Covid-19-ით დაავადებას იწვევს, ღამურებიდან წარმოიშვა და სავარაუდოდ ღამურისგან დაავადებული სხვა ცხოველით ადმიანს გადაედო, თუმცა ახალი ვირუსის ზუსტი წარმომავლობა ჯერჯერობით კვლავ უცნობია. ქალაქის პირველ ინფიცირებულებს აკავშირებდათ ზღვის პროდუქტების ბაზარი, სადაც არალეგალურ სექციაში ველური ცხოველები იყიდებოდა - ვირუსით დაავადებულთა პირველი კლასტერი ამ ბაზრობას უკავშირდება. ასევე, არსებობს მოსაზრებები ვირუსის სავარაუდოდ ვუხანის ლაბორატორიიდან გაჟონვაზე - ამის შესახებ ვრცლად შეგიძლიათ იხილოთ აქ.

რაც შეეხება ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციას, აშშ-ის პრეზიდენტის თქმით, ორგანიზაციამ სათანადოდ ვერ შეასრულა თავისი ფუნქციები და პასუხისმგებლობა უნდა დაეკისროს. მან ასევე განაცხადა, რომ ჯანმო-ს მოქმედებებმა ხელი შეუწყო ჩინეთის დეზინფორმაციას ახალი კორონავირუსის შესახებ, რამაც დაავადების უფრო მასშტაბური ხასიათი განაპირობა. აშშ-მა ჯანმო-სთვის დაფინანსების შეწყვეტაზე გადაწყვეტილება 14 აპრილს მიიღო.

2019 წლის 31 დეკემბერს ჯანმო-მ მსოფლიოს მოუწოდა, რომ კორონავირუსის გავრცელების მიუხედავად, საზღვრები არ ჩაკეტილიყო და ადამიანებს მიმოსვლის შესაძლებლობა ჰქონოდათ. სწორედ 31 დეკემბერს, დაახლოებით ერთთვიანი დამალვის შემდეგ, ჩინეთის მაღალჩინოსნებმა გაამჟღავნეს, რომ ვუხანში ახალი ინფექცია პნევმონიას იწვევდა. ოფიციალურად ახალი ვირუსის აღმოჩენა 2020 წლის 7 იანვარს დაადასტურეს. 14 დეკემბერს ჯანმო ვირუსის ადამიანიდან ადამიანზე გადაცემას არ ადასტურებდა. ჩინეთი ახალ ვირუსზე დეტალებს ნელ-ნელა, იანვრიდან ამჟღავნებდა - ქვეყანამ მხოლოდ 20 იანვარს თქვა, რომ დაავადება ჰაერწვეთოვანი გზით გადადის. ჯანმო კომუნისტური ჩინეთის მიერ მიწოდებულ ინფორმაციას ენდობა.

18 იანვარს აშშ-მა ჩინეთიდან ჩამოსული პირების შემოწმება დაიწყო და ჩინეთიდან შემოსულ ფრენებზე შემოწმება გაამკაცრა. 23 ინვარს შტატებმა ვუხანთან ფრენები შეწყვიტა. 31 იანვარს ტრამპმა ჩინეთიდან ფრენები აკრძალა, ჯანმო-მ ეს გადაწყვეტილება გააკრიტიკა.

აღსანიშნავია ისიც, რომ ტაივანის საგარეო საქმეთა სამინისტრომ გაასაჯაროვა წერილი, რომლის მიხედვითაც ტაივანმა 2019 წლის 31 დეკემბრით დათარიღებული ჯანმო-ს მიაწოდა ინფორმაცია, რომ Covid-19 ადამიანიდან ადამიანს გადაეცემოდა.

კომენტარები