სუს-ი: უცხო ქვეყნის სპეცსამსახურები სამართლებრივ წესრიგში არეულობის შეტანას ცდილობდნენ

რუსთავი 2

სახელმწიფო უსაფრთხოების 2019 წლის ანგარიშში ნათქვამია, რომ გასული 1 წლის მანძილზე უწყება რამდენიმე ასეულ საქმეს აკვირდებოდა, რომელიც უცხო სახელმწიფოების სპეცსამსახურებს, ასევე, მათთან შესაძლო კავშირში მყოფი უცხოურ თუ ადგილობრივ ორგანიზაციებს, ცალკეული პირებსა და მათი საქმიანობას ეხებოდა.

სუს-ის შეფასებით, უცხო ქვეყნის სპეცსამსახურების აქტიურობა მიზნად ისახავდა შიდა პოლიტიკურ პროცესებსა და სამართლებრივ წესრიგში არეულობის შეტანას, ასევე, მმართველობის ფორმების, ინსტიტუციური სისტემების ფუნქციონირების და მათი შესაძლებლობების განვითარების შეფერხებას.

ანგარიშის მიხედვით, გასულ ადგილი ჰქონდა მცდელობებს, საქართველო წარმოჩენილიყო არასანდო პარტნიორად, რათა ეს საკუთარი გავლების გასაფართოებლად და ქვეყნის შესავიწროებლად გამოეყენებინათ.

ასევე, სუს-ი წერს, რომ უცხო ქვეყნის სპეცსამსახურები ინტერესს იჩენდნენ საქართველოში ეთნიკური შუღლის გაღვივებისა და სეპარატისტული გამოვლინებების მიმართ.

ანგარიშში საუბარია საქართველოს მიმართ წარმოებულ ჰიბრიდულ ომზეც, რომლის ფარგლებშიც, სუს-ის განცხადებით, 5 ძირითადი ინსტრუმენტი იკვეთება:

  • საოკუპაციო ძალები და დე ფაქტო რეჟიმები (სხვა ინსტრუმენტებთან ერთად, ამით მოქმედებს მხოლოდ რუსეთის ფედერაცია);
  • ე.წ საინფორმაციო ომი;
  • ე.წ რბილი ძალა;
  • ეკონომიკური ბერკეტები;
  • ფარული ოპერაციები;

სუს-ის ანგარიშში წერია, რომ რუსეთის ფედერაციისთვის ჰიბრიდული ომის წარმოებისთვის განსაკუთრებულად ძლიერი მეთოდი ე.წ ბორდერიზაციაა, ანუ მცოცავი ოკუპაცია, სამხედრო წვრთნები და ადამიანების გატაცება.

კომენტარები