უპატრონო ძაღლთა თავშესაფარი

პირველად ისტორიაში, ფლორიდის ძაღლთა თავშესაფრიდან ყველა ცხოველი გაჩუქდა

0 კომენტარი
ფოტო: Friends of Palm Beach Country Animal Care and Control

ფლორიდაში უპატრონო ძაღლთა თავშესაფარი პირველად დაცარიელდა, რადგან ყველა ცხოველი ახალმა პატრონმა წაიყვანა.

სოციალურ ქსელში ვიდეო გავრცელდა, სადაც თავშესაფრის თანამშრომლები ამ ფაქტით გახარებულები არიან და ამბობენ, რომ ეს ისტორიაში პირველად მოხდა.

"ეს ნამდვილად იყო ერთობლივი ძალისხმევის შედეგი საზოგადოების მხრიდან. ცხოველები საცხოვრებელ სახლებში, ახალ პატრონებთან და ჩვენს პარტნიორ ორგანიზაციებში წავიდნენ", - თქვა CNN-თან თავშესაფრის მენეჯერმა, ელიზაბეტ ჰარფმანმა.

მისივე თქმით, თავშესაფარში ძაღლის 48 სახლია, სადაც ხშირად ორი ცხოველი ერთად არის მოთავსებული.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

"აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის ოკუპაცია 2008 წელს მოხდა" - მითი აგვისტოს ომზე

კომენტარები