რუსული ოკუპაცია

ციხელაშვილი: პანდემიის ფონზე, საოკუპაციო რეჟიმის მოქმედებები მის სახეს კარგად წარმოაჩენს

საქართველოს მთავრობა

"საოკუპაციო რეჟიმმა უკანონო ბორდერიზაცია განაახლა, რაც არ არის, საუბედუროდ, სიახლე, მაგრამ ამ მძიმე ფონზე, როდესაც ფაქტობრივად მთელი მსოფლიო ებრძვის პანდემიას, ამგვარი მოქმედებები წარმოაჩენს ძალიან კარგად საოკუპაციო რეჟიმის სახეს", - ამბობს შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი ქეთევან ციხელაშვილი.

ციხელაშვილის ცნობით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა აამოქმედა ცხელი ხაზი, ასევე მომხდარის შესახებ ცნობილია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიისთვისაც.

"ჩვენ უკვე ჩავრთეთ ყველა არსებული მექანიზმი, პირადად მე ვესაუბრე ჟენევის თანათავმჯდომარეებს ისევე, როგორც საგარეო საქმეთა სამინისტროს ყველა პარტნიორთან ჰქონდა უკვე კომუნიკაცია. ამოცანა და მიზანი გახლავთ ის, რომ მოხდეს ამ ფაქტის მკაფიო შეფასება და ყველაზე მთავარი - შეკავება, იმიტომ, რომ ეს ქმნის დამატებით უსაფრთხოების და მძიმე ჰუმანიტარულ გამოწვევებს ადგილზე", - ამბობს ციხელაშვილი.

რუსმა ოკუპანტებმა ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ტახტისძირთან საოკუპაციო ხაზი დღეს, 17 აპრილს, გადმოწიეს.

კომენტარები