იაპონიის მთავრობა თითოეულ დაზარალებულ მოქალაქეს 1000 დოლარს დაურიგებს

იაპონიის მთავრობა კორონავირუსის პანდემიით გამოწვეული ეკონომიკური ზიანის შესამცირებლად, მოქალაქეებს 1000-1000 დოლარს დაურიგებს. პირდაპირი ფინანსური დახმარების გაცემა უკვე მაისიდან დაიწყება. 

გეგმის თანახმად, თითოეული მოქალაქე 100 000 იენს მიიღებს, რაც 927 დოლარის ექვივალენტია. ამრიგად, იაპონია უკვე მეოთხე ქვეყანაა, რომელმაც პირდაპირი ფინანსური დახმარების გაცემა დაიწყო. 

თავდაპირველი გეგმის თანახმად, ფინანსური დახმარების მოცულობა 300 ათასს იენს შეადგენდა და იმ ოჯახებზე უნდა გაცემულიყო, რომლებიც დაამტკიცებდნენ, რომ კორონავირუსის პანდემიის გამო შემოსავალი შეუმცირდათ. 

თუმცა მმართველი, ლიბერალურ-დემოკრატიული პარტიის შიდა კონსულტაციების შედეგად, პროგრამის გაფართოვება გადაწყდა. იაპონიის მთავრობის მდივნის ცნობით, ამ დროისთვის პროგრამის ბოლო დეტალები მუშავდება და ფულის გაცემა უახლოეს მომავალში დაიწყება. 

მანამდე, იმავე ზომებს მიმართეს აშშ-ის, სინგაპურისა და ჰონგკონგის მთავრობებმა. 

კომენტარები