Comic-con

სან-დიეგოს საერთაშორისო კომიკ-კონი ახალი კორონავირუსის გამო აღარ ჩატარდება

კომიკ-კონი.

სან-დიეგოს საერთაშორისო კომიკ-კონი ახალი კორონავირუსის პანდემიის გამო, 2020 წელს აღარ ჩატარდება.

კომიკ-კონი გასარათობ ინდუსტრიაში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ღონისძიებაა, რომელიც ყოველწლიურად ტარდება და 125,000 ადამიანზე მეტი ესწრება ხოლმე.

"პირველად 50-წლიანი ისტორიის განმავლობაში ვაცხადებთ, რომ 2020 წელს კომიკ-კონი არ ჩატარდება. ამის ნაცვლად, ფესტივალი გაიმართება 2021 წელს, 22 ივლისიდან 25 ივლისამდე" - წერია ფესტივალის ოფიციალურ საიტზე.

მათივე ინფორმაციით, ყველა ადამიანს, რომელსაც სასტუმრო უკვე დაჯავშნული ჰქონდა, ფული უკან დაუბრუნდებათ.

გასართობ ინდუსტრიაში მოღვაწე ადამიანები და კომპანიები, როგორ წესი, კომიკ-კონზე აცნობდნენ მაყურებელს მომავალი გეგმების შესახებ  და აკეთებენ თიზერებისა და თრეილების პრემიერებს.

ფესტივალი კიდევ იმით არის ცნობილი, რომ მას ადამიანთა უმეტესობა სპეციალურ კოსტუმში ჩაცმული ესწრება.

კომენტარები