ახალი კორონავირუსი საქართველოში

საგარეო უწყება: საქართველომ კორეიდან 20 ათასი ერთეული PCR ტესტი მიიღო

ipn.ge

საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, საქართველომ კორეიდან 20 000 უმაღლესი ხარისხის კორეული PCR ტესტი მიიღო.

უწყების ინფორმაციით, კორეიდან ჩამოსული ტესტების გადმოტვირთის პროცესს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე გიორგი წოწკოლაური და საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე, ალექსანდრე ხვთისიაშვილი ესწრებოდნენ.

ტესტები კორეულ მხარესთან მჭიდრო თანამშრომლობით, საქართველოს ბანკის მხარდაჭერით და კორეაში საქართველოს საელჩოს ძალისხმევით იქნა შეძენილი და ტრანსპორტირებული.

კომენტარები