ჯონ ლეჯენდი

ჯონ ლეჯენდმა ახალი სიმღერა - Bigger Love გამოუშვა

CNN

მომღერალმა და პროდიუსერმა ჯონ ლეჯენდმა ახალი სიმღერა - Bigger Love გამოუშვა.

მუსიკოსს ნაყოფიერი 2020 წელი აქვს. რამდენიმე თვის წინ გამოშვებულმა სინგლმა Conversations in the Dark მუსიკალურ აპლიკაციაში iTunes პირველი ადგილი დაიკავა. თვითიზოლაციაში ყოფნისას ლეჯენდმა კიდევ ერთი სიმღერა Actions გამოაქვეყნა. სამივე სიმღერა მომავალ, რიგით მეშვიდე ალბომში შევა.

"წელს ახალ ალბომს გამოვუშვებ. ყველანი სახლში ვართ, გართობა გვჭირდება, ამიტომ გადავწყვიტე ახალი მასალა გამოვუშვა, ზუსტ გრაფიკს ვერ გეტყვით, სტუდიაში ვსხედვართ და ახალ სიმღერებზე ვმუშაობთ, ყველაფერს გაგიზიარებთ" - ამბობს ჯონ ლეჯენდი.

კომენტარები