რუსული ოკუპაცია

ბრიტანეთის ელჩი რუს ოკუპანტებზე: პანდემიისას მათი მიზანი განსაცდელის მოტანა და დაყოფაა

ბრიტანეთის ელჩი, ჯასტინ მაკენზი-სმითი, რუსი ოკუპანტების მიერ სოფელ ტახტისძირში საოკუპაციო ხაზის გადმოწევას ეხმაურება.

"რუსეთისა და დე-ფაქტო სამხრეთ ოსეთის ხელისუფლების მხრიდან საქართველოში "საზღვრების" აღმართვა მხოლოდ დესტაბილიზაციასა და ვითარების გართულებას უწყობს ხელს. წარმოუდგენელია, რომ პანდემიის დროს მათი მიზანი არა თანაგრძნობა და შერიგებაა, არამედ განსაცდელის მოტანა და დაყოფაა," - წერს ელჩი თავის Twitter-ზე.

17 აპრილს, რუსმა ოკუპანტებმა სოფელ ტახტისძირთან საოკუპაციო ხაზი გადმოწიეს

ოკუპანტების მიერ სოფელ ტახტისძირში საოკუპაციო ხაზის გადმოწევას აშშ-ის საელჩოშიც გამოეხმაურნენ:

"ჩვენ ვგმობთ ცხინვალის დე ფაქტო ხელისუფლების ნებისმიერ ქმედებას, რომელიც ამწვავებს დაძაბულობას და ხელს უშლის დაზარალებული მოსახლეობის სიცოცხლისა და ჯანმრთელობის დაცვაზე მიმართულ გადაუდებელ ძალისხმევას, განსაკუთრებით, აღდგომის შაბათ-კვირას და გლობალური პანდემიის კრიზისის ფონზე".

საელჩო მოუწოდებს ოკუპირებული ცხინვალის დე ფაქტო ხელისუფლებას, შეაჩეროს ნებისმიერი კონსტრუქციის, ნიშნის, ღობისა თუ ბარიერის აღმართვა. 

კომენტარები