#სირცხვილია

#გამოდისახლში - სირცხვილიას ონლაინ საპროტესტო აქცია 19:00 საათზე გაიმართება

სირცხვილია

#გამოდისახლში - სირცხვილიას ონლაინ საპროტესტო აქცია 19:00 საათზე გაიმართება.

მოძრაობა აცხადებსა:

"ჩვენ დავრჩით სახლში, თუმცა ვნახეთ ხელისუფლების უუნარობა საპატრიარქოს მიმართ, რაც სოციალური დისტანცირებით, ეკონომიკური შეზღუდვებითა და თითოეული ჩვენგანის სახლში დარჩენით მიღებულ ეფექტს სრულიად აუფასურებს.

ჩვენ გვახსოვს არსებული ხელისუფლების დემოკრატიისთვის მავნე ნაბიჯები და არსებული კრიზისის დროს თვალს ვადევნებთ მათ გადაწყვეტილებებს, რომლებიც საფრთხის ქვეშ აყენებს როგორც ადამიანთა ჯანმრთელობას, ასევე ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებას.

ხელისუფლების ქმედებები გვაფიქრებინებს, რომ COVID-19-ით გამოწვეული კრიზისი არ არის მათი ძირითადი საზრუნავი: ტროლ გვერდები ავრცელებენ ყალბ ინფორმაციას ვირუსთან დაკავშირებით, კვლავ გამალებით ესხმიან თავს აქტივისტებს, პოლიტიკურ ოპონენტებსა და კრიტიკულ აზრს, ხელისუფლება უსწორდება პოლიტპატიმრებს და განაგრძობს კლანურ მმართველობას.

დღეს ჩვენ არ გვაქვს უფლება, პროტესტი საჯარო შეკრებისა და მანიფესტაციის გზით გამოვხატოთ.

მაგრამ ჩვენ არც არასდროს გვითხოვია უფლება თავისუფლებისთვის.

სწორედ ამიტომ, დღეს 19:00 საათზე ონლაინ აქციის სახით გავაპროტესტებთ ყველაფერს, რაც სირცხვილია.

ონლაინ აქცია შეგიძლიათ ნახოთ შემდეგ გვერდებზე: მთავარი არხი, ფორმულა, ტაბულა, ონ.ჯი, პუბლიკა

#გამოდისახლში

#სირცხვილია

კომენტარები