"ერთიანი რუსეთის" წევრი, დუმის 4 მოწვევის დეპუტატი ივან ჟუკოვი კორონავირუსით გარდაიცვალა

RBK

რუსული მედიის ცნობით, მოსკოვის საოლქო დუმაში ფრაქციის "ერთიანი რუსეთი" თავმჯდომარე ივან ჟოკუვი ახალი კორონავირუსით გარდაიცვალა. 

64 წლის ჟუკოვი, 18 აპრილს მოსკოვის დროით, დილის 06:00 საათზე გარდაიცვალა. რუსული მედია მის თანაშემწეზე დაყრდნობით წერს, რომ ბოლო 11 დღის განმავლობაში ის კორონავირუსს ერთერთ კლინიკაში ებრძოდა. 

რუსეთის ხელისუფლების მიერ მოწოდებული მონაცემების მიხედვით, ამ დროის მონაცემებით ქვეყანაში ახალი კორონავირუსი სულ 36 793 ადამიანს დაუდასტურდა, მათგან 313 გარდაიცვალა, 3 057 კი - გამოჯანმრთელდა. 

კომენტარები