41 წლის მსახიობს, ნიკ კორდეროს, კორონავირუსის გამო ფეხის ამპუტაციას გაუკეთებენ

ნიკ კორდერო.

41 წლის მსახიობს, ნიკ კორდეროს, ახალი კორონავირუსის სიმპტომების გართულების გამო მარჯვენა ფეხის ამპუტაციას გაუკეთებენ - ამის შესახებ მისმა ცოლმა, ამანდა კლუტსმა განაცხადა.

ნიკ კორდერომ უკანასკნელი 18 დღე ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში გაატარა, თუმცა მისი მდგომარეობა არ გაუმჯობესებულა.

"ექიმები მას სისხლის გამათხელებელს ასმევდნენ, რათა სისხლი არ შედედებულიყო და ამან სხვა პრობლემები გამოიწვია. შემდეგ, ჩვენ შევეშვით გამათხელებლებს და მარჯვენა ფეხში სისხლის შედედება განმეორდა. ამიტომ, მარჯვენა ფეხის ამპუტირების ოპერაცია დღეს ჩატარდება", - თქვა მსახიობის ცოლმა.

ნიკ კორდერო საავადმყოფოში პნევმონიისა და გართულებული სუნთქვის გამო გადაიყვანეს. მას ახალ კორონავირუსზე ჩატარებულმა ორმა ტესტმა უარყოფითი უჩვენა, მესამემ კი დადებითი.

ინსტაგრამზე მსახიობის გულშემატკივრებმა კამპანია დაიწყეს და პოსტებს #WakeUpNick-ს აწერენ, რათა ამ გზით მხარდაჭერა გამოხატონ მის მიმართ.

კომენტარები