აღდგომა 2020

მიტროპოლიტი გერასიმე: მადლობა ქართველ ერს, რომელმაც მსოფლიოს აჩვენა, როგორები ვართ

სააღდგომო ღვთისმსახურება ზუგდიდისა და ცაიშის ეპარქიის ტაძრებში დღეს დილის 7:00 საათზე დაიწყო. მიტოპოლიტმა გერასიმემ წირვის დასრულების შემდეგ მრევლს მიმართა და მათ მადლობა გადაუხადა. 

"აი ეს გზა, რომელიც ბოლო კვირას, ვნების შვიდეულში ჩვენ გავიარეთ, გოლგოთის გზა, დაგვირგვინდა უფლის აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულით.  

მე მინდა, მუხლმოდრეკით მადლობა გადავუხადო ქართველ ერს, ქართველ ხალხს, რომელმაც მართლაც მაგალითი მისცა მთელ მსოფლიოს. რომელმაც აჩვენა, ჩვენ, ქართველები, რანაირები ვართ. ჩვენ, ქართველებს, როგორ შეგვიძლია ერთად დგომა,"- თქვა მიტროპოლიტმა. 

კორონავირუსის გავრცელების პრევენციის გამო გამოცხდებული საგანგებო მდგომარეობის მიუხედავად, ტაძრებში სააღდგომო ლიტურგია მაინც მრევლთან ერთად ჩატარდა. ხალხი ერთი კოვზით ეზიარა. გამონაკლისი იყო რამდენიმე ტაძარი, სადაც ლიტურგია მრევლის გარეშე ჩატარდა. 

დისტანცია აზრსმოკლებულია, რადგან მრევლს კვლავ საერთო კოვზით აზიარებენ. მიუხედავად ამისა, მორწმუნეების ნაწილი ფორმალურ წესებსაც არ ემორჩილება.

საქართველოში კომენდანტის საათი მოქმედებს, ამიტომ მრევლი ეკლესიებში 21:00 საათამდე მივიდა და 06:00 საათამდე დარჩა. 

კომენტარები