ავარია

კახეთის გზატკეცილზე მანქანა ხეს შეეჯახა, გარდაიცვალა 1 ადამიანი

flickr

კახეთის გზატკეცილზე ავარია მოხდა. მანქანა ხეს შეეჯახა, რის შედეგადაც ერთი პირი გარდაიცვალა.

როგორც ტაბულას შსს-ში უთხრეს, მანქანაში მძღოლთან ერთად მგზავრიც იმყოფებოდა, რომელიც ავარიის შედეგად დაიღუპა.

კითხვაზე, არღვევდა თუ არა ავტომობილებით გადაადგილების შესახებ დაწესებულ შეზღუდვას მძღოლი, თუ ჰქონდა შესაბამისი საშვი, უწყებაში ამბობენ, რომ ეს გამოძიებით დადგინდება.

მომხდარზე გამოძიება 276-ე მუხლით დაიწყო, ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.

კომენტარები