საგანგებო მდგომარეობა

ბაქრაძე: მკაფიოა, რომ მთავრობა თავს ვერ ართმევს საგანგებო მდგომარეობით გამოწვეულ პრობლემებს

ტაბულა

"ძალიან მკაფიოდ ჩანს, რომ მთავრობა თავს ვერ ართმევს საგანგებო მდგომარეობით გამოწვეულ პრობლემებს", - ევროპული საქართველოს ლიდერი დავით ბაქრაძე ამბობს, რომ პარტია მხარს დაუჭერს ყველა სამედიცინო ღონისძიებას, რომელიც აუცილებელია მოსახლეობის ჯანმრთელობის დასაცავად, თუმცა, არსებულ პირობებში, მხარს ვერ დაუჭერენ საგანგებო მდგომარეობის გაგრძელებას, სრულფასოვანი ეკონომიკური გეგმის გარეშე.

ბაქრაძე ამბობს, რომ ეკონომიკური ყოვლისმომცველი გეგმის და ნაბიჯების გარეშე, საგანგებო მდგომარეობის გაგრძელება უზარმაზარ პრობლემებს მოუტანს ასეულ ათასობით ადამიანს.

"განვლილმა ერთმა თვემ უკვე გამოაჩინა, რომ მთავრობა არ არის მზად საგანგებო მდგომარეობით გამოწვეული ეკონომიკური შეზღუდვებისთვის. არ გაცემულა სახელფასო კომპენსაციები უხელფასოდ დარჩენილებისთვის, არ გაცემულა დახმარება თვითდასაქმებული და სოციალურად გაჭირვებულებისთვის. ბიზნესი ჩვეულებრივ რეჟიმში იხდის გადასახადებს, არ გამოსწორებულა ის პრობლემაც კი, რომელიც შეიქმნა ონლაინ ვაჭრობასთან დაკავშირებით", - ამბობს ბაქრაძე.

კორონავირუსის გავრცელების საფრთხის გამო, ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა 21 აპრილამდე იყო გამოცხადებული, ვადის გახანგრძლივება მთავრობა 10 მაისამდე უნდა და შესაბამისი თხოვნით პრეზინდეტს უკვე მიმართა. 

კომენტარები