ჰარი პოტერი

ჰარი პოტერის თაყვანისმცემლებს ფილმების ნახვისთვის ფულს გადაუხდიან

HITC

ამერიკულმა ორგანიზაციამ EDsmart ჰარი პოტერის თაყვანისცემლებისთვის კონკურსი გამოაცხადა.

ხუთი გამარჯვებული მიიღებს ათას დოლარს, თუ ფრენჩაიზის ათივე ნაწილს ონლაინ რეჟიმში, უწყვეტად ნახავს და პარალელურად სოციალურ ქსელებში კომენტარებს გააკეთებს. კონკურსში მხოლოდ ამერიკის ტერიტორიაზე მცხოვრები ადამიანები მიიღებენ მონაწილეობას.

გარდა ამისა, მონაწილეები ფილმების დისკებს, სიმბოლიკას და სხვა იშვიათ სუვენირებს მიიღებენ, რომლებიც ჰარი პოტერის სამყაროს ეფუძნება. 

კონკურსში მონაწილეობისთვის კანდიდატებმა ორასსიტყვიანი ესსე უნდა დაწერონ.

კომენტარები