თრეილერი: Angelyne

მინისერიალის Angelyne პირველი თრეილერი გამოვიდა

Flickering Myth

მომავალი მინისერიალის Angelyne პირველი თრეილერი გამოვიდა. შოუ სტრიმინგ სერვისზე Peacock გამოვა, პრემიერის თარიღი, ახალი კორონავირუსის პანდემიის გამო, ამ ეტაპზე უცნობია.

მთავარი გმირი რეალურად არსებული მოდელი რენე გოლდბერგია. პოლონელი ემიგრანტების შვილი 80-იანი წლებში ლოს-ანჯელესში ჩავიდა და ფსევდონიმით Angelyne ბილბორდებზე, ყოველგვარი სარეკლამო მესიჯის გარეშე, საკუთარი ფოტოები განათავსა. ყველასთვის მოულოდნელად, გოლდბერგი ათწლეულის ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი მოდელი გახდა.

მინისერიალში მთავარ როლს ემი როსამი ასრულებს, პროექტის ხელმძღვანელი მისტერ რობოტის პროდიუსერი სემ ესმაილია, რვავე სერიას And of The Fucking World-ის რეჟისორი ლიუსი ჩერნიაკი გადაიღებს.

კომენტარები