ახალი კორონავირუსი საქართველოში

მარეხი ბექაია: თბილისის ზღვის ჰოსპიტალში 1 კრიტიკული პაციენტი გვყავს, ცალმხრივი პნევმონიით

თბილისის ზღვის ჰოსპიტალის კრიტიკული მედიცინის დეპარტამენტის ხელმძღვანელის, მარეხი ბექაიას ინფრომაციით, ამ ეტაპზე კლინიკაში 43 პაციენტია მოთავსებული. მათგან ერთის მდგომარეობა კრიტიკულია, პაციენტს ცალმხრივი პნევმონია აღენიშნება. ის თბილისის ზღვის ჰოსპიტალში წალკიდანაა გადმოყვანილი.

"ამ პაციენტთან ჯერ არ არის კვლევა ჩატარებული და ახლა იგზავნება ლუგარის ლაბორატორიაში", - ამბობს მარეხი ბექაია.

ბექაიას ცნობით, ლუგარის ლაბორატორიაში 34 კვლევა გადაიგზავნა, მათგან 34-ვე პასუხი უარყოფითია.

20 აპრილის დილის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის 399 დადასტურებული შემთხვევაა გამოვლენილი. ინფიცირებულებიდან 93 გამოჯანმრთელდა, 4 კი გარდაიცვალა.

საკარანტინო სივრცეში 4 782 პირი რჩება, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ კი 503.

კომენტარები