ეკლესია და კორონავირუსი

სახელმწიფომ გადაადგილების უფლება "ხსნის არმიის" მხოლოდ ორ ავტომობილს მისცა

0 კომენტარი
ფოტო: fb.com

სახელმწიფომ  გადაადგილების უფლება ქრისტიანული ორგანიზაცია "ხსნის არმიის" მხოლოდ ორ ავტომობილს მისცა.

ხსნის არმიის საზოგადოებასთან ურთიერთობის ოფიცერი, სოფო ბახტაძე, ტაბულასთან ამბობს, რომ პროტესტანტული ეკლესიების ალიანსმა 18 აპრილს ხელისუფლებას დაქვემდებარებულ რელიგიის სააგენტოს პასტორებისთვის ავტომობილის მონაცემები გადაუგზავნეს, თუმცა პასუხად მიიღეს, რომ მხოლოდ ორის მონაცემები გამოეგზავნათ.

"პროტესტანტულ ეკლესიებს აქვს ალიანსი და ხსნის არმია გახლავთ ამ ალიანსის წევრი. ალიანსმა სიით, მსახურების სახელით, გვარით და მანქანის სერია-ნომრით მიმართა რელიგიის სააგენტოს, რომელიც სამთავრობო უწყების დაქვემდებარებაშია.

მოკლედ რომ ვთქვათ, ჩვენ შეთხვევაში, სახელმწოფომ გადაადგილების ნებართვა ორ მანქანაზე გასცა. 

როგორც აგვიხსნეს, ეს არის შედგენილი სია და არა ოფიციალური საშვი, უბრალოდ დამატებითი სია შედგა და ჩვენ, როგორც ალიანსის წევრებმა, მხოლოდ ორ ადამიანზე მივიღეთ უფლება," - აღნიშნა ბახტაძემ ტაბულასთან საუბრისას. 

ბახტაძის თქმით, კითხვაზე, თუ რატომ არ დაუშვეს საშვი ყველა მოთხოვნილ მანქანაზე, პასუხად მიიღეს, რომ ამას შემდგომში განიხილავენ, თუ მოძრაობის შეზღუდვა 21 აპრილის შემდეგაც გაგრძელდება. 

"ტაბულა" ცდილობს რელიგიის სააგენტოსთან გაარკვიოს, თუ რატომ არ მისცეს გადაადგილების უფლება რელიგიური ორგანიზაციის ყველა ავტომობილს მაშინ, როცა მართლმადიდებელი ეკლესია ამ პრივილეგიით სარგებლობს.

უკვე ორ ათეულ წელზე მეტია, რაც ხსნის არმია საქართველოში მოღვაწეობს. მათი მთავარი მისია ქველმოქმედებასთან არის დაკავშირებული. 

თეოლოგი ბექა მინდიაშვილი Facebook-ზე წერს, რომ გაერთიანების წევრებს, რომლებიც უსახლკაროებს უვლიან და კვებავენ, შეზღუდვის გამო, ფეხით უწევთ ქველმოქმედება.

"ხელისუფლებამ დროულად უნდა მისცეს მათ შესაძლებლობა დაეხმარონ და მოუარონ ადამიანებს!", - წერს ის.

საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, 17 აპრილის 12:00 საათიდან 21 აპრილის ჩათვლით ავტომობილების გადაადგილება იკრძალება, თუმცა საპატრიარქოს და მთავრობის შეთანხმებით, შეზღუდვა არ ეხება მართლმადიდებელი ეკლესიის სასულიერო პირებს, მგალობლებს, სტიქაროსნებს.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

"იარაღის მუქარით ტელეფონები და ფული წაართვა" - სენაკში ყაჩაღობისთვის 63 წლის კაცი დააკავეს

კომენტარები