მარტყოფის მამათა მონასტერში 26 აპრილამდე კარანტინი გამოცხადდა, 8 სასულიერო პირი თვითიზოლაციაში იმყოფება.
ქვემო ქართლის რეგიონში სახელმწიფო რწმუნებულის ცნობით, კარანტინის გამოცხადება მას შემდეგ გახდა აუცილებელი, რაც 11 აპრილს ერთ-ერთ მოძღვართან აღსარებაზე ქალი იმყოფებოდა, რომელსაც 2 დღის შემდეგ Covid 19 დაუდასტურდა.
შოთა რეხვიაშვილის თქმით, სასულიერო პირებს ამ ეტაპზე სიმპტომები არ აქვთ.
"პრევენციულად არიან თვითიზოლაციაში. თუ საჭირო გახდება, იქ გამკაცრდება ზომებიც და კონტროლიც", - ამბობს რეხვიაშვილი.
ახალი კორონავირუსის გამო დროებით დაიხურა წყნეთის ტაძარი, ასევე ბოლნისის სიონი. წყნეთში კორონავირუსი მრევლის წევრს დაუდასტურდა, ბოლნისში - მოძღვარს.