მოსკოვი

მოსკოვში პნევმონიის მქონე ქალი კლინიკიდან გაწერეს და სადარბაზოსთან დატოვეს, ის გარდაიცვალა

მოსკოვში პნევმონიის მქონე ქალი საავადმყოფოდან გამოწერის შემდეგ სახლის სადარბაზოსთან დატოვეს. ის სკამზე გარდაიცვალა. 

REN TV-მ გაავრცელა ვიდეო, სადაც ჩანს, რომ ქალი მედპერსონალმა სპეციალური მანქანით სახლთან მიიყვანა. ის თავს შეუძლოდ გრძნობს, თუმცა ქალს სკამზე ტოვებენ. ის რამდენჯერმე წამოჯდომას ცდილობს, თუმცა ვერ ახერხებს და წვება. მასთან ადგილობრივი მოქალაქეები მიდიან. 

როგორც ირკვევა, 48 წლის ქალი შეუძლოდ 17 აპრილს გახდა. სასწრაფო მისმა შვილმა გამოიძახა. ქალს პნევმონიის ნიშნები ჰქონდა. ოფიციალური უწყებები ამბობენ, რომ კორონავირუსზე ტესტმა უარყოფითი პასუხი აჩვენა და მიუხედავად პნევმონიისა, 19 აპრილს ის გაწერეს. 

მათივე ცნობით, ქალს სახლთან სოციალური მუშაკები დახვნენ, რომლებმაც სასწრაფო მას შემდეგ გამოიძახეს, რაც ის ცუდად გახდა. მათივე თქმით, სასწრაფო 11 წუთში მოვიდა, თუმცა ქალი გარდაცვლილი დახვდათ. 

ჯანდაცვის სამინისტროს მტკიცებით, შიდა გამოძიება უკვე დაიწყო. 

კომენტარები