კორონავირუსი იტალიაში

10 მარტის შემდეგ, იტალიაში 1 დღეში ინფიცირების ყველაზე ნაკლები ახალი შემთხვევა დადასტურდა - 2 256

GETTY IMAGES

20 აპრილს იტალიაში ახალი კორონავირუსის 2256 შემთხვევა დადასტურდა. ამაზე დაბალი მაჩვენებელი ქვეყანაში ბოლოს 9 მარტს, 1797 ინფიცირებული იყო, 10 მარტს - 977, ხოლო 11 მარტიდან (2313 ინფიცირებული) ახალი შემთხვევების მატება დაიწყო. 

20 აპრილს იტალიაში ახალი ვირუსით 454 ადამიანი გარდაიცვალა. 

მთლიანობაში, ქვეყანას 181,228 ინფიცირებული, 24,114 გარდაცვლილი და 48,877 გამოჯანმრთელებული ჰყავს. კორონავირუსზე ტესტი 20 აპრილის მონაცემებით 1 398 024 ადამიანს ჩაუტარდა.

იტალიაში საყოველთაო კარანტინი ქვეყანაში სამ მაისამდე გახანგრძლივდა. თუმცა, 14 აპრილიდან გაიხსნა წიგნების, ბავშვების ტანსაცმლისა და საკანცელარიო მაღაზიები.

კომენტარები