ისრაელი

ნეთანიაჰუ და განცი საგანგებო სამთავრობო კოალიციაზე შეთანხმდნენ

ბენი განცი, ბენიამინ ნეთანიაჰუ
AFP

ისრაელის პრემიერმინისტრი, ბენიამინ ნეთანიაჰუ და ლურჯი და თეთრი პარტიის ლიდერი, ბენი განცი საგანგებო მდგომარეობის დროს სამთავრობო კოალიციის შექმნაზე შეთანხმდნენ. ამის შესახებ ერთობლივი განცხადება ნეთანიაჰუს პარტია ლიკუდმა და ლურჯმა და თეთრმა პარტიამ გაავრცელეს.

შეთანხმება დაასრულებს პოლიტიკურ ჩიხს, რომელიც ისრაელში ერთ წელზე მეტია, გრძელდება. ამ ხნის განმავლობაში ქვეყანაში არჩევნები სამჯერ ჩატარდა.

ამ დრომდე განცი უარს ამბობდა ნეთანიაჰუსთან კოალიციის შექმნაზე და მიზეზად კორუფციის ბრალდებებს და მოქმედი პრემიერმინისტრის წინააღმდეგ მიმდინარე გამოძიებას ასახელებდა. თუმცა, მან თქვა, რომ კორონავირუსის კრიზისის გამო აუცილებელია შეიქმნას მთავრობა, რომელიც საგანგებო სიტუაციისას ქვეყანას მართავს.

კომენტარები