აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნები 2020

ბაიდენის შემოწირულობები მარტში ტრამპზე სამჯერ მსხვილი იყო

აშშ-ის ყოფილმა ვიცე-პრეზიდენტმა და პრეზიდენტობის კანდიდატმა დემოკრატიული პარტიიდან, ჯო ბაიდენმა მარტში მოქმედ პრეზიდენტზე, დონალდ ტრამპზე სამჯერ მსხვილი შემოწირულობები მიიღო.

კორონავირუსის კრიზისის ფონზე, ბაიდენის კამპანიამ შემოწირულობების სახით 46.7 მილიონი დოლარი მიიღო, როცა მოწინააღმდეგე ბანაკმა დამატებით 13.6 მილიონი დოლარი მოაგროვა.

ამისდა მიუხედავად, მარტის ბოლოს ტრამპის კამპანიის ბიუჯეტში მობილიზებული სახსრები თითქმის ოთხჯერ მეტი იყო ბაიდენისაზე. პრეზიდენტის კამპანიას 98.5 მილიონი ჰქონდა დარჩენილი, დემოკრატების კანდიდატისას კი - 26.4 მილიონი.

ბაიდენის შეგროვილი თანხა მოდის როგორც მსხვილ, ისე წვრილ დონორებზე. მარტში მობილიზებული სახსრების 40% მოდიოდა შემოწირულებებზე, რომელთა მოცულობაც 200 დოლარს არ აჭარბებდა.

მას შემდეგ, რაც 8 აპრილს დემოკრატიული პარტიის საპრეზიდენტო ნომინაციისთვის ბრძოლას სენატორი ბერნი სანდერსი გამოეთიშა, ერთადერთი დარჩენილი კანდიდატი ვიცე-პრეზიდენტი ჯო ბაიდენია.

საპრეზიდენტო არჩევნები აშშ-ში 3 ნოემბერს უნდა გაიმართოს.

კომენტარები