ელენ დეჯენერესი გათავისუფლებულმა თანამშრომლებმა გააკრიტიკეს

Fox News

ამერიკელი ტელეწამყვანი და კომიკოსი ელენ დეჯენერესი ყოფილმა თანამშრომლებმა გააკრიტიკეს.კორონავირუსის ეპიდემიის გამო დეჯენერესმა შოუ სახლში, ონლაინ რეჟიმში, გადაიტანა. გამომცემლობა Variety-ს ინფორმაციით, პროდიუსერებმა ძველი გუნდის ნაწილი სამსახურიდან დაითხოვეს, ნაწილს კი ხელფასი 60%-ით შეუმცირეს. ზოგიერთი მათგანი გადაცემის შექმნაში 17 წლის განმავლობაში იღებდა მონაწილეობას.

გარდა ამისა, შოუში რამდენიმე ახალი თანამშრომელი დაიქირავეს. 

ყოფილი გადამღები ჯგუფის ნაწილი დეჯენერესს აკრიტიკებს. მათი აზრით, შოუს მთავარი მესიჯი - "იყავი უფრო კეთილი", სრულიად ეწინააღმდეგება განვითარებულ მოვლენებს. 

თავად ტელეწამყვანს ამ ეტაპზე კომენტარი არ გაუკეთებია.

კომენტარები