ჯარედ ლეტო

ჯარედ ლეტომ ონლაინ კინოკლუბი დააარსა

Entertainment Weekly

ამერიკელმა მსახიობმა და მომღერალმა ჯარედ ლეტომ თვითიზოლაციაში დროის გასაყვანად ონლაინ კინოკლუბი დააარსა. 

ვარსკვლავთან ერთად ონლაინ რეჟიმში ფილმის ნახვა ნებისმიერ მსურველს შეუძლია. ამ დროისთვის ლეტომ თაყვანისმცემლებთან ერთად ფილმები ინდიანა ჯონსი, პარაზიტი და ფერის ბიულერის უქმე დღე ნახა.

უკანასკნელი სეანსის შემდეგ მსახიობმა ფილმის შერჩევა მიმდევრებს სთხოვა:

ასევე ლეტომ საკუთარი კინოკლუბისადმი მიძღვნილი მაისურები დაამზადა, თითოეულის ღირებულება 30 დოლარს შეადგენს, გაყიდვებიდან შემოსული თანხა საქველმოქმედო ორგანიზაციას გადაერიცხება.


ფოტო: Twitter

კომენტარები