რუსეთმა ბელარუსში წიწიბურის ექსპორტი შეაჩერა

Reuters

რუსეთმა ბელარუსში წიწიბურის ექსპორტი შეაჩერა, ამის შესახებ ბელარუსის პრეზიდენტმა, ალექსანდრ ლუკაშენკომ ერთ-ერთ საწარმოში ვიზიტის დროს განაცხადა. 

ლუკაშენკოს თქმით, რუსეთმა უარი განაცხადა ბელარუსთან მუშაობაზე და ქვეყანაში წიწიბურის წარმოების გაზრდის განკარგულება გასცა. ინფორმაციას ამის შესახებ ბელარუსის პრეზიდენტის პრესსამსახური ავრცელებს. 

"გააკონტროლეთ, რომ ჩვენ საკმარისი რაოდენობა ვაწარმოოთ, რადგან რუსებმა უარი თქვეს ჩვენთან მუშაობაზე როგორც საბჭოთა კავშირის დროს, როდესაც იქ უფრო მეტ წიწიბურას ვყიდულობდით", — მიმართა ლუკაშენკომ მაგილოვის მხარის გუბერნატორს, ლეონიდ ზაიცს. 

12 აპრილის ევრაზიის ეკონომიკურმა კომისიამ, რომელშიც რუსეთი, სომხეთი, ბელარუსი, ყაზახეთი და ყირგიზეთი შედის, კავშირიდან წიწიბურის, ხახვის, ბრინჯის და სხვა პროდუქტების ექსპორტი 30 ივნისამდე შეაჩერა. 

მანამდე, მარტში რუსეთის სოფლის მეურნეობის სამინისტრომ დროებით აკრძალა ქვეყნიდან წიწიბურისა და სხვა ბურღულეულის ექსპორტი, რადგანაც კორონავირუსის ეპიდემიის ფონზე პროდუქციაზე მოთხოვნა მნიშვნელოვნად გაიზარდა. 

მარტის ბოლოს, ბელარუსის სოფლის მეურნეობის მინისტრი ამბობდა, რომ ქვეყანას წიწიბურის მარაგები 5 თვის განმავლობაში ეყოფოდა.

კომენტარები