კორონავირუსი საქართველოში

თალაკვაძე კომენდანტის საათზე: თუ მრუდს შევინარჩუნებთ, მაისის პირველ ნახევარში მოიხსნება

საქართველოს პარლამენტი

პარლამენტოს თავმჯდომარის თქმით, 27 აპრილიდან საქართველოში მხოლოდ ავტომობილების გადაადგილების აკრძალვა იხსნება. რაც შეეხება კომენდანტის საათთან დაკავშირებულ კითხვას, არჩილ თალაკვაძე პასუხობს, რომ საგანგებო მდგომარეობით გათვალისწინებული სხვა შეზღუდვების მოხსნის შესაძლებლობა მთავრობას შიდა გავრცელებიდან მეექვსე-მეშვიდე კვირის შემდეგ, დაახლოებით მაისის პირველ ნახევარში ექნება. ამის შესახებ მან იმედის ეთერში ისაუბრა.

"კრიტიკული პიკი არის შიდა გადაცემის პირველი შემთხვევიდან მეექვსე-მერვე კვირა. ვუახლოვდებით იმ პერიოდს, სადაც, სავარაუდოდ, უნდა გამოჩნდეს, გავრცელების რა მაჩვენებელს დაიჭერს ჩვენი ქვეყანა, ჩვენი ჯანდაცვის და ეპიდემიოლოგიური სამსახურები. ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს თითოეული მოქალაქის ქცევას. თუ პირველი შიდა გავრცელების შემთხვევიდან (20-22 მარტი) მეექვსე-მეშვიდე კვირას (მაისის 10-მდე) გამოჩნდება, რომ საქართველოში ვახერხებთ, შევინარჩუნოთ ბრტყელი მრუდი, თუ შევძელით და დავინახეთ დაბალანსებული თანაფარდობა გამოჯანმრთელებულ და ახლადდაინფიცირებულ პაციენტებს შორის, და ეს ყველაფერი იქნება გარკვეულ დროში მიღწეული, როგორც მდგრადი მაჩვენებელი, ეს უკვე მიცემს შესაძლებლობას მთავრობას, დავიწყოთ შეზღუდვების მოხსნის სხვა ღონისძიებებიც" - თქვა თალაკვაძემ.

კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით საგანგებო მდგომარეობა 22 მაისის ჩათვლით ხანგრძლივდება. რაც შეეხება ავტომობილების გადაადგილების აკრძალვა, ის 27 აპრილამდე გაგრძელდა. საქართველოში 31 მარტიდან კომენდანტის საათიც მოქმედებს, რაც 21:00-დან 06:00-მდე გადაადგილების აკრძალვას ითვალისწინებს.

კომენტარები