კორონავირუსი

ერდოღანი: ჩვენი მიზანია, მაისის ბოლოდან ნორმალურ ცხოვრებას დავუბრუნდეთ

aawsat.com

თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა, განაცხადა, რომ თურეთს სურს, რამადანის დასრულების შემდეგ, მაისის ბოლოდან, ნორმალურ ცხოვრებას დაუბრუნდეს. 

"რამადანის თვეში ჩვენ მიზნად ვისახავთ ზომების მაქსიმალურ დაცვას და ღვთის ნებით, არდადეგების შემდეგ (რამადანის დასასრულს), ჩვენი ქვეყნისთვის ნორმალური ცხოვრების დაბრუნებას", - აღნიშნა თურქეთის პრეზიდენტმა. 

ერდოღანმა თქვა, რომ ეკონომიკური შედეგების თვალსაზრისით, მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ეს პანდემია ყველაზე დიდ კრიზისი გახდა.

ზომების გამკაცრებაში შედის 23 აპრილიდან 31 ქალაქის ოთხი დღით ჩაკეტვის გახანგრძლივება. 23 აპრილი თურქეთის ეროვნული სუვერენიტეტის და ბავშვთა დღეა, ასევე ამ დღეს რამადანი იწყება.

თურქეთში, აშშ-სა და ევროპის ზოგიერთი ქვეყნის შემდეგ, კორონავრიუსის ყველაზე მეტი, 90 980 შემთხვევა დადასტურდა. გარდაიცვალა 2 140 პაციენტი.

კორონავირუსის გამო თურქეთმა უკვე შეაჩერა საერთაშორისო მიმოსვლა, შეზღუდა შიდა გადაადგილება, დახურა სკოლები, ბარები და კაფეები, კინოთეატრები, შეაჩერა მასობრივი ლოცვები, სპორტული ღონისძიებები. ერდოღანს სამუშაო დაწესებულებები არ შეუზღუდავს.

საჯარო სივრცეებში, საზოგადოებრივ ტრანსპორტში, მაღაზიებში და სამუშაოებზე ნიღბების ტარება სავალდებულოა. ყველა ღია სივრცეში შეკრებები აკრძალულია.

65 წელს გადაცილებულ პირებს და ქრონიკული დაავადებების მქონე ადამიანებს გარეთ გასვლა ეკრძალებათ, 20 წლამდე პირებისთვის კომენდანტის საათია დაწესებული.

19 აპრილს თურქეთის კულტურისა და ტურიზმის მინისტრმა მეჰმეთ ნური ერსოიმ თქვა, რომ მთავრობამ შეიმუშავა გეგმა, რომლი მიხედვითაც, კორონავირუსისაგან თავისუფალ ადგილებს ტურიზმისათვის გახსნის სერტიფიკატებს მისცემენ.

კომენტარები