ყინწვისის მონასტერი

ყინწვისის მონასტერში დაპირისპირებასა და დაჭრას ურბნისისა და რუისის ეპარქიაში უარყოფენ

კარიბჭე

ურბნისისა და რუისის ეპარქიაში უარყოფენ მედიაში გავრცელებული ინფორმაციას ყინწვისის მონასტერში დაპირისპირებისა და დაჭრის შესახებ. 

რუის-ურბნისის მიტროპოლიტის მეუფე იობის მდივანი, მამა გაბრიელი, ტაბულასთან საუბარში ამბობს, რომ ყინწვისის მონასტერში დაპირისპირება არ მომხდარა. 

"გავრცელდა ტყუილი. შეგიძლიათ მოხვიდეთ, არქიმანდრიტი საბა შეამოწმოთ, არის საღსალამათი", - თქვა მამა გაბრიელმა. 

22 აპრილს გავრცელდა ინფორმაცია, რომ ყინწვისის მონასტრის წინამძღვარმა, მამა დავითმა, არქიმანდრიტი საბა დაჭრა. ამავე ინფორმაციით, მომხდარს ადგილობრივი ეპარქიის მმართველი, რუის-ურბნისის მიტროპოლიტი მეუფე იობიც შეესწრო. 

შსს-ში ტაბულას უთხრეს, რომ საქმეზე გამოძიება 236-ე მუხლით დაიწყო, რაც ცეცხლსასროლი იარაღის (გარდა გლუვლულიანი სანადირო თოფისა), საბრძოლო მასალის, ფეთქებადი ნივთიერების ან ასაფეთქებელი მოწყობილობის მართლსაწინააღმდეგო შეძენას, შენახვას, ტარებას, დამზადებას, გადაზიდვას, გადაგზავნას ან გასაღებას გულისხმობს. უწყებაში სხვა კითხვებს არ პასუხობენ.

კომენტარები