The Main Saints of Newark

სერიალ THE SOPRANOS-ს პრიქველის გამოსვლა 6 თვით, 2021 წლის მარტამდე გადაიდო

The Sopranos

საკულტო სერიალის "The Sopranos"-ის პრიქველის "The Main Saints of Newark"-ის გამოსვლა 6 თვით, 2021 წლის 12 მარტამდე გადაიდო.

პრიქველის გამოსვლა მიმდინარე წლის 25 სექტემბერს იყო დაგეგმილი.

"The Main Saints of Newark"-ის რეჟისორი ალან ტეილორია, რომელსაც წარსულში ნამუშევარი აქვს "The Sopranos"-სა და "Game of Thrones"-ზე.

საკულტო სერიალის მთავარი გმირის, ტონი სოპრანოს როლის შემსრულებელი, ჯეიმს განდოლფინი, 2013 წელს გარდაიცვალა. ამიტომ, პრიქველში ტონი სოპრანოს როლს მსახიობის შვილი, მაიკლ განდოლფინი შეასრულებს.

"The Sopranos"-ს პირველი სერია 1999 წლის, 10 იანვარს გამოვიდა და 6 სეზონი გრძელდებოდა.

კომენტარები