კორონავირუსი საქართველოში

საქართველოში კორონავირუსისგან კიდევ 9 ადამიანი გამოჯანმრთელდა, ჯამში - 107

STR/AFP via Getty Images

საქართველოში ახალი კორონავირუსისგან კიდევ 9 ადამიანი გამოჯანმრთელდა, ჯამში კი 107 ადამიანი შეადგინა.

მონაცემები StopCov.ge-ზე ცოტა ხნის წინ განახლდა.

ამ დროის მონაცემებით, ქვეყანაში ახალი კორონავირუსით ინფიცირების 416 შემთხვევა არის გამოვლენილი. აქედან, 107 ადამიანი უკვე გამოჯანმრთელებულია, 5 კი გარდაცვლილი.

კარანტინის რეჟიმში 5160 ადამიანი იმყოფება, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ კი 579.

კომენტარები