ახალი კორონავირუსი საქართველოში

გამყრელიძე: გრიპის 135 ათას დოზა ვაქცინას ვიყდულობთ, კიდევ დაემატება, გთხოვთ, აიცრათ

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი დირექტორის, ამირან გამყრელიძის თქმით, შემოდგომა-ზამთრის სეზონისთვის გრიპის 135 ათას დოზა ვაქცინას ყიდულობენ, რათა მოქალაქეებმა დაიცვან თავი გრიპისგან. გამყრელიძე აშშ-ის დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორის, რობერტ რედფილდის გაცხადებას გამოეხმაურა, რომელმაც თქვა, რომ შემოდგომა და ზამთარი მძიმე იქნება, რადგან ერთმანეთს ორი რესპირატორული დაავადება დაემთხვევა - გრიპი და ახალი კორონავირუსი.

"მინდა, მადლობა გითხრათ იმ 100 000 ადამიანს, ვინც გრიპის საწინააღმდეგოდ აიცრა ქვეყანაში. ეს იყო ყველაზე მაღალი მაჩვენებელი. 100 000 სახელმწიფომ აცრა და 30 ათასი - ცალკე აიცრა. ეს არის უზარმაზარი კულტურა, რომელიც ინერგება ქვეყანაში.

დღეს ვაშინგტონ პოსტში გამოქვეყნდა ინტერვიუ აშშ-ის CDC-ის ხელმძღვანელთან, რობერტ რედფილდთან, რომელმაც გააკეთა პროგნოზი, რომ შეიძლება წლევანდელი შემოდგომა და ზამთარი უფრო მძიმე იყოს, ვინაიდან იქნება თანხვედრა გრიპის და კორონავირუსის. თხოვნაა, მაქსიმალურად დავიცვათ თავი გრიპისგან და დროულად ავიცრათ გრიპის საწინააღმდეგოდ. 135 ათას დოზას შევისყიდით, მაგრამ დღეს მე დავაყენე საკითხი სამინისტროში, რომ დამატებით გამოიყოს თანხები, რომ დამატებით რამდენიმე ათასი დოზა კიდევ შევიძინოთ", - თქვა გამყრელიძემ.

მისივე თქმით, შესაძლებელია, ნიღბის ტარება დიდი თავყრილობების დროს კარგა ხანს დაგვჭირდეს.

"არ არის აუცილებელი, ეს იყოს სამედიცინო ნიღაბი. სოციალური ნიღაბი დაერქვა ახლა ამას, სახლშიც შეიძლება შევკეროთ. არის მარლის ნიღბებიც", - ამბობს ის.

კომენტარები