კორონავირუსი

გერმანიაში Covid-19-ის ვაქცინის პირველ კლინიკურ ცდებს ჩაატარებენ

პოლ ერლიხის ინსტიტუტმა გერმანიაში ახალი კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის პირველი კლინიკური ცდების ჩატარების უფლება გასცა. ინსტიტუტის განცხადებით, "ცდების ჩატარების უფლების მინიჭება ვაქცინის კანდიდატის პოტენციური რისკის/სარგებლის ფრთხილი შეფასების შედეგია". Biotech-ის რნმ-ზე დამყარებული ვაქცინების ცდებს მოხალისეებზე ჩაატარებენ. Biotech-ის ვაქცინის განვითარებაზე აშშ-ის ფარმაცევტულ კომპანიასთან ერთად Pfizer მუშაობს.

პირველ ფაზაში, კლინიკურ ცდებში მონაწილეობას მიიღებს 18-დან 55 წლამდე 200 ჯანმრთელი ადამიანი. მეორე ფაზაზე ვარაუდობენ, რომ ვაქცინას მაღალი რისკის ჯგუფებზე გამოცდიან. 

არც ინსტიტუტსა და არც ვაქცინის განმავითარებლებს არ დაუკონკრეტებიათ, როდის დაიწყება კლინიკური ცდები. Biotech-ის ცნობით, ეს მალე მოხდება.

პოლ ერლიხის ინსტიტუტის განცხადებით, კლინიკური გამოცდა "მნიშვნელოვანი ნაბიჯია, ახალი კორონავირუსის წინააღმდეგ უსაფრთხო და ეფექტური ვაქცინის განსავითარებლად გერმანიის მოსახლეობისთვის და მის [ფარგლებს] იქით". ინსტიტუტის პრეზიდენტის თქმით, ნაკლებად სავარაუდოა, რომ ვაქცინა საზოგადოებისთვის წელს ხელმისაწვდომი იქნება.

ფარმაცევტული კომპანიების ასოციაციის ინფორმაციით, ახალი კორონავირუსის წინააღმდეგ სულ მცირე 80 ვაქცინის განვითარების პროექტია წამოწყებული.

21 აპრილს ბრიტანეთის ჯანმრთელობის მდივანმა მეთ ჰენკოკმა განაცხადა, რომ 23 აპრილიდან ბრიტანეთში ახალი კორონავირუსის Oxford-ის ვაქცინის გამოცდას დაიწყებდნენ

კომენტარები