კორონავირუსი აჭარაში

ბათუმში COVID 19-ის 2 ახალი შემთხვევა დადასტურდა

აჭარის ტელევიზია

ბათუმში ახალი კორონავირუსით ინფიცირების 2 ახალი შემთხვევა დადასტურდა. ამის შესახებ აჭარის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, ნინო ნიჟარაძემ, ისაუბრა.

მისი თქმით, ინფიცირებული პირებიდან ერთერთი სარფის საბაჟოდან პირდაპირ ცხელების ცენტში გადაიყვანეს, ხოლო მეორე პირი კვირაზე მეტი საკარანტინო სივრცეში იმყოფებოდა.

აჭარაში სულ ახალი კორონავირუსით ინფიცირების 37 შემთხვევაა დადასტურებული, ყველა პაციენტი კლინიკა "მედალფაშია" მოთავსებული.

რაც შეეხება ე.წ. ქობულეთის კლასტერს, ნიჟარძის ცნობით, ამ კლასტერიდან კვლავ 34 დადასტურებული შემთხვევაა COVID 19-ის. კონტაქტების რაოდენობა 530-მდეა, მათ შორის, 330 არის PCR, სწრაფი ტესტირებით დიაგნოსტირებული.

ე.წ ქობულეთის კლასტერი უკავშირდება 55 წლამდე ბათუმელ ქალს, რომელიც ქობულეთში, სოფელ გვარაში, სტუმრად ოჯახთან იმყოფებოდა. სასწრაფო დახმარების ბრიგადა მან 4 აპრილს, მუცლის მწვავე ტკივილის გამო, გამოიძახა. ადგილობრივი მედიის ცნობით, ქალი სასწრაფომ ბათუმში, სამედიცინო ცენტრ BMC-ში გადაიყვანა.

ჯანდაცვის სამინისტროში ამბობენ, რომ პაციენტი ეროვნული პროტოკოლით გათვალისწინებულ შემთხვევებს არ შეესაბამებოდა და მისთვის ახალ კორონავირუსზე ტესტი არ ჩაუტარებიათ. 5 აპრილს ქალი სახლში გაწერეს, თუმცა სასწრაფო ბრიგადის ხელმეორედ გამოძახება მას იმავე საღამოს დასჭირდა. პაციენტი ამჯერად კლინიკა მედინაში გადაიყვანეს, სადაც კორონავირუსით ინფიცირება ივარაუდეს. ქალს ნიმუში აუღეს, მას ვირუსი დაუდასტურდა.

მთელი საქართველოს მასშტაბით, 23 აპრილის დილის მონაცემებით, ახალი კორონავირუსი 420 ადამიანს დაუდასტურდა, მათგან 107 გამოჯანმრთელდა, გარდაიცვალა 5 ადამიანი.

კომენტარები