კორონავირუსი საქართველოში

ტიკარაძე: დღეს ჩვენ 10 000-ზე მეტი PCR ტესტი გვაქვს, ორშაბათს ველოდებით დამატებით 40 000-ს

საქართველოს მთავრობა

ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის თქმით, საქართველოში 10 000-ზე მეტი PCR ტესტია. 

"ჩვენ ვაგრძელებთ მრავალსაფეხურიან ტესტირებას, რაც გულისხმობს როგორც სწრაფი ტესტებით, ასევე, PCR ტესტებით ადამიანების გამოკვლევას. დღეს ჩვენ გვაქვს 10 000-ზე მეტი PCR ტესტის სრული კომპლექტაცია. ორშაბათს ველოდებით დამატებით 40 000 ტესტს და მაისის დასაწყისში ეს რაოდენობა შეივსება 100 000-მდე", - თქვა ტიკარაძემ ბრიფინგზე.

ტიკარაძის თქმით, ამ ეტაპისთვის, საქართველოში 5 000-ზე მეტი სწრაფი ტესტია გამოყენებული.  

"დამატებით, ჩვენ კიდევ გვაქვს 9 000 ტესტი, რომელიც დარიგებული არის ყველა საავადმყოფოში, სადაც მიმდინარეობს როგორც პაციენტების, ასევე მათი თანამშრომლების ტესტირება, რის შედეგადაც, შემდეგ ხვდება PCR-ით გადამოწმება და საეჭვო შემთხვევების საბოლოო დასტურის მირება", - თქვა მინისტრმა. 

საქართველოში კორონავირუსის ინფიცირების 420 შემთხვევაა დადასტურებული, მათგან 107 ადამიანი გამოჯანმრთელდა. COVID-19-ით 5 პაციენტი გარდაიცვალა.

კომენტარები