საგანგებო მდგომარეობა

ოხანაშვილი საგანგებო მდგომარეობისას დაჯარიმებულებზე: ამნისტიის საკითხი არ დგას

აიპრესი

იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯფომარის, ანრი ოხანაშვილის, თქმით, დღის წესრიგში არ დგას "არანაირი ამნისტია" იმ პირების მიმართ, რომლებმაც საგანგებო რეჟიმი, თვითიზოლაციისა თუ კარანტინის წესი დაარღვიეს.

"ამით საფრთხე შეუქმნეს ჩვენი მოქალაქეების სიცოცხლეს და ჯანმრთელობას. ამ შეთხვევაში ამნისტიის საკითხი არ დგას. აღნიშნული საკითხი პარლამენტის პრეროგატივაა და ნებისმიერ პირს შეუძლია ეს საკითხი დასვას და ვიმსჯელოთ ამაზე თუმცა, არანაირი ამნისტია ამ ეტაპზე არ განიხილება", - ამბობს ოხანაშვილი.

ცნობისთვის, საგანგებო რეჯიმის დარღვევისას, ფიზიკური პირისთვის ჯარიმის ოდენობა 3 000 ლარია, ხოლო იურიდიული პირისთვის - 15 000.

საგანგებო მდგომარეობის ამოქმედებიდან, ანუ 21 მარტიდან 21 აპრილის ჩათვლით შსს-ს მიერ საგანგებო მდგომარეობისა და კომენდანტის საათის დარღვევისთვის გამოწერილმა ჯარიმებმა 15 714 000 ლარი შეადგინა.

კომენტარები