შირლი ნაიტი

მსახიობი შირლი ნაიტი 83 წლის ასაკში გარდაიცვალა

0 კომენტარი
შირლი ნაიტი

ამერიკელი მსახიობი, შირლი ნაიტი, 83 წლის ასაკში გარდაიცვალა - ამის შესახებ ინფორმაცია მისმა ქალიშვილმა, ქეითლინ ჰოპკინსმა დაადასტურა.

შირლი ნაიტი თავისი კარიერის განმავლობაში ორჯერ იყო ოსკარზე ნომინირებული: პირველად, 1961 წელს, "The Dark at the Top of the Stairs"-ში შესრულებული როლისთვის. მეორედ, 1963 წელს, "Sweet Bird of Youth"-ში შესრულებული როლისთვის.

გარდა ამისა, მსახიობს მოპოვებული აქვს ოქროს გლობუსის, ემისა და ტონის ჯილდოები.

შირლი ნაიტი ცნობილ სერიალში "სასოწარკვეთილი დიასახლისები" ფილის ვან დე კამპის როლს ასრულებდა, რის გამოც ის რამდენჯერმე იყო ნომინირებული ემის დაჯილდოებაზე.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ძალადობა და დაჭრა - ირანის მოქალაქეებზე თავდასხმისთვის თბილისში ორი პირი დააკავეს (ვიდეო)

კომენტარები