Banksy-ის ცნობილი ნამუშევარი "Girl With The Pierced Eardrum" გადააკეთეს და პირბადე მოარგეს.
ცნობილმა ქუჩის არტისტმა იან ვერმეერის ნახატი - "Girl With A Pearl Earring" - საკუთარი ინტერპრეტაციით 2014 წელს, ინგლისის ქალაქ ბრისტოლში დახატა.
ჯერჯერობით უცნობია, ვინ გადააკეთა ნამუშევარი, Banksy-ის ამასთან დაკავშირებით კომენტარი არ გაუკეთებია.
უკანასკნელი ნამუშევარი, რაც Banksy-იმ გაავრცელა, საკუთარი სახლის აბაზანაში დახატული ვირთხები იყო.
"ჩემი ცოლი ვერ იტანს, როდესაც სახლიდან ვმუშაობ", - დაწერა მან.