უიტნი ჰიუსტონი

უიტნი ჰიუსტონის შესახებ ბიოგრაფიული ფილმი გამოვა

Getty Images

ლეგენდარული მომღერლის, უიტნი ჰიუსტონის შესახებ ბიოგრაფიული ფილმი გამოვა.

ფილმს "I Wanna Dance with Somebody" ერქმევა და მხატვრული ნამუშევრის პროდიუსერები კლაივ დევისი და პეტ ჰიუსტონი იქნებიან.

ჯერჯერობით უცნობია ვინ იქნება ფილმის რეჟისორი, თუმცა მოლაპარაკებები "The Photograph"-ის ავტორთან, სტელა მეგისთან მიმდინარეობს.

ფილმში მოთხრობილი იქნება უიტნი ჰიუსტონის ცხოვრების ისტორია - მუსიკალური კარიერის დასაწყისიდან, მის ტრაგიკულ გარდაცვალებამდე.

"ყველა დროის უდიდესი R&B-ის პოპ ვოკალისტის მხიარული, ემოციური და გულსატკენი დღესასწაული ცხოვრებისა და მუსიკისა", - წერია ფილმის აღწერაში.

სცენარის ავტორი ანტონი მაკკარტენი იქნება, რომელსაც ნამუშევარი "Darkest Hour"-ზე, "Theory of Everything"-სა და "Bohemian Rhapsody"-ზე აქვს.

უიტნი ჰიუსტონი 2012 წელს, 48 წლის ასაკში გარდაიცვალა. 

კომენტარები