ახალი კორონავირუსი

Ryanair: თუ მთავრობა თვითმფრინავში შუა ადგილის ფულს არ გადაიხდის, ფრენებს შევწყვეტთ

0 კომენტარი

ირლანდიური ავიაკომპანიის Ryanair-ის დირექტორის, მაიკლ ოლირის ცნობით, კომპანიის თვითმფრინავები არ იფრინენ ცარიელი შუა ადგილით, რათა სოციალური დისტანცირების "იდიოტური წესები" დაიცვან. 

Covid-19-ის პანდემიის ფონზე, სოციალური დისტანციის დასაცავად თვითმფრინავებში შუა ადგილის დაბლოკვის იდეა ევროპის სხვადასხვა ქვეყანაში გაჟღერდა.

ოლირი თვითმფრინავებში შუა ადგილის დაბლოკვის იდეას ნონსენსს უწოდებს და ამბობს, რომ ამ ნაბიჯისგან არანაირი სარგებელი არ იქნება. კომპანიის ხელმღძვანელის თქმით, თუ კი მთავრობა სოციალური დისტანცირების წესების დაცვას მოითხოვს, ეს კომპანიის საქმიანობის მოდელს გაანადგურებს და ბიზნესი წამგებიანი გახდება. 

ირლანდიური ავიაკომპანიის ბიზნესმოდელი ხშირ, მოკლე მანძილიან ფრენებს და თვითმფრინავების თითქმის 100%-იან დატვირთვას ითვალისწინებს. სწორედ ეს მოდელი იძლევა იაფი ფრენების საშუალებას. 

ოლირის თქმით, თუ მთავრობას სურს, რომ წესები შესრულდეს ამ შემთხვევაში უნდა აანაზღაუროს შუა ადგილის საფასური. წინააღმდეგ შემთხვევაში კომპანიის კუთვნილი თვითმფრინავები ფრენებს შეწყვეტენ. შუა ადგილის დაბლოკვის შემთხვევაში თვითმფრინავების დატვირთვა 33% შემცირდება, რაც ბიზნესისთვის ავტომატურად წამგებიანია. 

ამასთანავე, ოლირი ამბობს, რომ შუა ადგილის დაბლოკვა სათანადო სოციალური დისტანცირებას ვერ უზრუნველყოფს და ამ წესის ამოქმედებას არანაირი სარგებელი არ ექნება. Ryanair-ის ხელმძღვანელის თქმით, უფრო ეფექტური იქნება თუ ევროპული ავიაგადამზიდავები აზიელი კოლეგების გამოცდილებას გაიზიარებენ - მგზავრებს თვითმფრინავში ასვლამდე გაუზომავენ ტემპერატურას და სავალდებულო გახდება ნიღბის ტარება. 

საავიაციო ტრანსპორტის საერთაშორისო ასოციაციის შეფასებით, ახალი კორონავირუსის პანდემიის გამო წელს ავიკომპანიების ჯამური ზარალი 314 მილიარდი დოლარი იქნება. ამავე ორგანიზაციის შეფასებით, ნებისმიერი ახალი წესი, რომელიც თვითმფრინავების დატვრითვას შეამცირებს ბოლოს მოუღებს იაფი ფრენების მოდელს. 

ავიაკომპანიები ან გაკოტრდებიან, ან იძულებული გახდებიან ავიაბილეთები მინიმუმ 50%-ით გააძვირონ.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ბიზნესმენების გატაცებისა და ფულის გამოძალვისთვის 4 ახალგაზრდა კაცი დააკავეს (ვიდეო)

კომენტარები