ტომ ჰენქსი

ტომ ჰენქსმა ბიჭს, სახელად კორონა, რომელსაც სკოლაში აბულინგებდნენ, საჩუქარი გაუგზავნა

BBC

ამერიკელმა მსახიობმა ტომ ჰენქსმა ავსტრალიელ თაყვანისმცემელს საჩუქარი გაუგზავნა.  

ერთი თვის წინ, 8 წლის კორონა დე ვრისმა მსახიობს და მის ცოლს რიტა უილსონს, რომელთაც კორონავირუსის დიაგნოზი დაუდგინდათ, გამოჯანმრთელების სურვილით წერილი მიწერა, რომელშიც ასევე აღნიშნა რომ სახელის გამო სკოლაში აბულინგებენ და სხვადასხვა ზედმეტსახელებს უგონებენ.

მსახიობმა ახალგაზრდა თაყვანისმცემელს წერილით უპასუხა და საჩუქრად Corona-ს ბრენდის საბეჭდი მანქანა გაუგზავნა.

"შენმა წერილმა მე და ჩემი ცოლი ძალიან გაგვამხნევა. შენ ნამდვილი მეგობარი ხარ. ერთადერთი ადამიანი ხარ ჩემს ნაცნობებში ვისაც კორონა ქვია, მგონია რომ ჩემი საბეჭდი მანქანა შენ უფრო შეგეფერება. უფროსები გასწავლიან როგორ გამოიყენო, შემდეგი წერილი დაბეჭდე და ისე გამომიგზავნე. პ.ს. ჩემი სახით მეგობარი გყავს(You got a friend in Me - ფრაზაა სათამაშოების ისტორიიდან, რომელშიც ტომ ჰენქსი მთავარ პერსონაჟს - ვუდის ახმოვანებს.),"-მიწერა მსახიობმა კორონა დე ვრისს.

ტომ ჰენქსი და რიტა უილსონი ერთ-ერთი პირველი ვარსკვლავები იყვნენ, რომელთაც ახალი კორონავირუსი დაუდასტურდათ. წყვილი ამ დროისთვის სრულიად გამოჯანმრთელებულია.

 

 

კომენტარები