ეკონომიკური ზრდა

მთავრობის პროგნოზით, ეკონომიკური ზრდა მინუს 4% იქნება

საქართველოს მთავრობა

მთავრობის ანტიკრიზისული გეგმის წარდგენისას და შემდგომ გამართულ პრესკონფერენციაზე პრემიერმინისტრმა გიორგი გახარიამ თქვა, რომ მთავრობის პროგნოზით, 2020 წელს საქართველოს ეკონომიკური ზრდა - 4% იქნება, ხოლო საბიუჯეტო შემოსავლები 1.8 მილიარდი ლარით შემცირდება.

"ბიუჯეტს სერიოზული პრობლემები შეექმნება შემოსავლების ნაწილში", - ამბობს პრემიერი.

მისი თქმით, ეს რიცხვები მხოლოდ პროგნოზია და შესაძლებელია, სინამდვილეში უფრო მძიმე სურათიც დადგეს:

"როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ, მაგალითად, რომ ეკონომიკური ზრდა იქნება მინუს 4% და საბიუჯეტო შემოსავლები შეგვიმცირდება მილიარდ 800 მილიონი ლარით, ეს პროგნოზია.

არავინ არ იცის, ეს ციფრები იქნება ბიუჯეტისთვის, იქნება უფრო მძიმე თუ ასეთი", - თქვა გიორგი გახარიამ.

საერთაშორისო სავალუტო ფონდის (IMF) პროგნოზით, 2020 წელს საქართველოს მთლიანი შიდა პროდუქტი (მშპ) 4%-ით შემცირდება, ბიუჯეტის დეფიციტი კი მშპ-ს 8.5%-მდე გაიზრდება.

კომენტარები