ეროვნული გამოცდები

გახარია: ეროვნული გამოცდები ჩატარდება, შეიძლება, გარკვეული გადავადება იყოს

ipress

საქართველოს პრემიერმინისტრის, გიორგი გახარიას თქმით, მიმდინარე წელს ეროვნული გამოცდები ჩატარდება, თუმცა, მისი თქმით, შესაძლოა, იყოს გადავადება.

"ეროვნული გამოცდების მექანიზმი იქნება სრულად შენარჩუნებული. განათლების სისტემის ამუშავების შესახებ, პრეზენტაციას გავაკეთებთ ცალკე", - ამბობს გახარია.

პრემიერმის ინფორმაციითვე, სკოლებში სწავლა პირველ სექტემბრამდე არ აღდგება. გახარია ამბობს, რომ ონლაინ სწავლების რეჟიმი ნორმალურად მიმდინარეობს. მისივე თქმით, ქვეყანაში აკადემიური წელი არ გამოცხადდება.

კომენტარები