ტომ მური

99 წლის ვეტერანი, ტომ მური ბრიტანული ჩარტების სათავეშია

Evening Standart

99 წლის ინგლისელი ვეტერანი ტომ მური, რომელმაც ჯანდაცვის მუშაკებისთვის £28.7 მილიონი მოაგროვა, ბრიტანული ჩარტების სათავეშია.

მურმა მომღერალ მაიკლ ბოლომთან და ბრიტანეთის მედიკოსებთან ერთად სიმღერის You Never Walk Alone ქავერ ვერსია ჩაწერა. ბრიტანული მუსიკის ისტორიაში, მური ყველაზე ასაკოვანი ადამიანია, რომელმაც ჩარტებში პირველი ადგილი დაიკავა.

"ჩემი შვილიშვილები ვერ იჯერებენ, რომ ჩარტების სათავეში ვარ,"-ამბობს მური, რომელსაც მომავალ კვირას 100 წელი შეუსრულდება.

რამდენიმე კვირის წინ მეორე მსოფლიო ომის ვეტერანმა გადაწყვიტა იორკშირში საკუთარი სახლისთვის გარშემო 100-ჯერ შემოევლო და დონაციები მიეღო ბრიტანეთის ეროვნული ჯანდაცვის სერვისისთვის. მას ათასი ფუნტის მოგროვება სურდა იმ მედიკოსებისათვის, ვინც კიბოს და მოტეხილი ფეხის მკურნალობაში დაეხმარნენ.

თუმცა, მალევე, აქციამ ყურადღება მიიქცია და ორი კვირის განმავლობაში მან 28 მილიონ ფუნტზე მეტი შემოწირულობა მიიღო. მურის მოწოდებას მილიონზე მეტი ადამიანი გამოეხმაურა და თანხა გადარიცხა. მათ პეტიციაც შეადგინეს და მურის რაინდად კურთხევა ითხოვეს. პეტიციას უკვე ნახევარ მილიონზე მეტი ხელმომწერი ჰყავს.

კომენტარები