Parks and Recreation

სიტკომის Parks and Recreation სპეციალური ეპიზოდი გამოვა

E!

ტელეარხი NBC სიტკომის Parks and Recreation სპეციალურ ეპიზოდს გამოუშვებს. 

ნახევარსაათიანი სერია თვითიზოლაციის თემას შეეხება. მთავარ გმირებს კომუნიკაცია დისტანციურ რეჟიმში, სახლიდან გაუსვლელად ექნებათ.

სპეციალურ ეპიზოდში მონაწილეობა მსახიობებმა ემი პოლერმა, კრის პრატმა, ნიკ ოფერმანმა, ობრი პლაზუმ, რაშიდა ჯონსმა, აზის ანსარიმ, ადამ სკოტმა და რობ ლოუმ მიიღეს.

ტრანსლაციიდან შემოსულ თანხას NBC საქველმოქმედო ორგანიზაციას Feeding America გადაურიცხავს, რომელიც კორონავირუსით დაზარალებულ მოსახლეობას ეხმარება.

კომენტარები