კორონავირუსი თურქეთში

თურქეთმა ბიზნესის დასახმარებლად $15 მილიარდი გამოყო

კორონავირუსით გამოწვეული კრიზისის შესარბილებლად, თურქეთმა ბიზნესის დასახმარებლად 15 მილიარდ დოლარიანი (107 მილიარდი თურქული ლირა) პაკეტი წარადგინა.

თურქეთის ფინანსთა მინისტრის, ბერათ ალბაირაკის თქმით, მასტიმულირებელი ზომა დიდწილად მცირე და საშუალო ბიზნესის დასახმარებლად იქნება მიმართული.

როგორც ალბაირაკი სახლიდან გავრცელებულ ვიდეომიმართვაში ამბობს, კორონავირუსით გამოწვეულ ზარალთან გასამკლავებლად თურქეთი ჯამში 200 მილიარდ ლირას გამოყოფს.

პაკეტის ფარგლებში ოთხი მილიონი მოქალაქე მიიღებს ფულად დახმარებასაც.

დღეის მდგომარეობით, თურქეთში ახალი კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა 105 ათასს აღწევს. აქედან გარდაცვლილია 2600 პაციენტი, ხოლო 21 700-ზე მეტი ადამიანი გამოჯანმრთელდა.

კომენტარები