კორონავირუსი

NASA-მ ახალ კორონავირუსთან საბრძოლველად სამი ეფექტური ხელსაწყო წარადგინა

24 აპრილს NASA-ს წარმომადგენლებმა თეთრს სახლში აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან შეხვედრა გამართეს, სადაც ახალ კორონავირუსთან საბრძოლველად NASA-ს მეცნიერების მიერ განვითარებული ჟანგბადის სასუნთქი ჩაფხუტი, დეზინფექციის სისტემა და მართვის სუნთქვის აპარატი წარადგინეს.

"ჩვენ ავიღეთ ტექნოლოგია, რომელიც კოსმოსური ხომალდის სტერილიზაციას ახდენს და ვიკითხეთ როგორ შეგვიძლია ამის გამოყენება ოთახის დეზინფექციისთვის? და სწორედ ეს არის მოწყობილობა "ამბუსტასი", რომელიც ოთახში წარმოქმნის ერთგვარ ნისლს და ამგვარად ოთახის ყველა ზედაპირს დეზინფექცია ჩაუტარდება, აღარ იქნება კორონავირუსი," - განაცხადა ნასას ადმინისტრატორმა ჯიმ ბრიდენსტინმა ოთახის დეზინფექციის სისტემაზე საუბრისას.

ამ მოწყობილობის გამოყენება შესაძლებელია სამედიცინო დაწესებულებებში, სკოლებში, ციხეებში. მოწყობილობით ოთხში ზედაპირების დეზინფექცირებისთვის საჭიროა ერთი საათი. ბრიდენსტინის თქმით, მსგავსი ტექნოლოგია უკვე გამოიყენეს 2012 წელს გავრცელებული სხვა ტიპის მწვავე კორონავირუსის ახლო აღმოსავლეთის რესპირატორული სინდრომის (MERS-Cov) და ებოლას წინააღმდეგ.

აღსანიშნავია, რომ თეთრს სახლში პრეზიდენტს სპეციალურად ახალი კორონავირუსით დაინფიცირებული ადამიანებისთვის გამოგონებული ახალი, მაღალი წნევის მართვითი სუნთქვის აპარატი წარუდგინეს. როგორც მათ შეხვედრისას განმარტეს, აპარატის წარმოება მარტივია და ჩვეულებრივ სასუნთქი სისტემის აპარატზე ბევრად იაფი დაჯდება, დაახლოებით 3000-4000 აშშ დოლარი.

პრეზიდენტთან შეხვედრის დროს ასევე წარადგინეს კორონავირუსით დაინფიცირებული ადამიანებისთვის ე.წ. ჟანგბადის სასუნთქი ჩაფხუტი. აპარატს ჟანგბადის მიწოდების მაღალი წნევა აქვს და ასევე ჩაფხუტი სამედიცინო პერსონალს დაინფიცირებისგან იცავს.

აშშ-ის საკვების და მედიკამენტების დეპარტამენტი ამჟამად მართვითი სუნთქვის აპარატს განიხილავს. ჯერჯერობით უცნობია ამ მოწყობილობების მასობრივი წარმოება დაიწყება თუ არა.

კომენტარები