კორონავირუსი საქართველოში

27 და 28 აპრილს საქალაქთაშორისო გადაადგილება გამონაკლისის სახით აღდგება

27 და 28 აპრილს, გამონაკლისის სახით, საქალაქთაშორისო გადაადგილებაზე დაწესებული აკრძალვა მოიხსნება. ორშაბათს და სამშაბათს მოქალაქეებს შესაძლებლობა ექნებათ, დაბრუნდნენ თავისი რეგისტრაციის ადგილებზე, ან სამუშაო ადგილებზე.

ამის შემდეგ, ოთხი დიდი ქალაქი - თბილისი, რუსთავი, ქუთაისი და ბათუმი - კვლავ ჩაიკეტება და საქალაქთაშორისო გადაადგილება ისევ შეიზღუდება. 

საქართველოში საგანგებო მდგომარეობა 22 მაისამდე გაგრძელდა.

მთავრობოს გეგმით, დაწესებული შეზღუდვები ექვს ეტაპად, დაახლოებით ორკვირიანი შუალედებით მოიხსნება.

პირველ ეტაპზე, ორშაბათიდან, 27 აპრილიდან, მანქანების გადაადგილება, ტაქსის მუშაობა, აგრარული ბაზრები და ონლაინ ვაჭრობა აღდგება.

კომენტარები